საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის დავით ასათიანისა და ჯორჯიის შტატის სისხლის სამართლის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის ენჯი კოგინსის შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის განვითარება საქართველოში; საუკეთესო პრაქტიკისა და დაგროვილი გამოცდილების გაზიარება საერთაშორისო სამართალში, სისხლის სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალში; ქართველი ადვოკატებისათვის პროფესიული უნარჩვევებისა და ტექნიკის გაზიარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თაობაზე; ასოციაციის როლის ამაღლება ზემოთ მითითებულ საკითხებში და ამ მიზნით კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, სემინარების მოწყობა; მხარეთა დელეგაციების მუდმივი ორმხრივი ვიზიტები; საგანმანათლებლო კურსების შემუშავება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისათვის სამართლის მოცემულ მიმართულებებში.
ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით უკვე ჩატარდა შეხვედრები აჭარაში, კახეთსა და თბილისში.